უკან

კომენტარი

25 ივლისი, 2018 12:45
font-size

ამ 6 წლის განმავლობაში ივანიშვილის ყველაზე დიდი ტყუილი ის იყო, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე - რომან გოცირიძე

ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე უთქვამს ის იყო, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე, - განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას.

"ისტორიკოსები და განსაკუთრებით ბიძინოლოგები, რომლებიც ალბათ, შეისწავლიან მის ყველაზე დიდ ტყუილს, იტყვიან, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტყუილი ის კი არ იყო, რომ ყველას ექნებოდა უფასო ფული, ან დაბალპროტენციანი კრედიტები და ა.შ., არამედ ის, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ტყუილი და არ მოხდება არასდროს. მთელი ინტერვიუს განმავლობაში შეცდომების აღიარების ირგვლივ იგრძნობოდა ერთადერთი გზავნილი - თურმე 6 წლის განმავლობაში ქვეყანა ინგრეოდა, სიღარიბემ მოიმატა და ყველაფერში დამნაშავე არის გიორგი კვირიკაშვილი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ორმა ბანკმა შეჭამა ქვეყანა, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადება არის საშიში.

"მისი განცხადება ბანკებთან დაკავშირებით არის ძალიან სახიფათო, ძალიან მავნე და ამან შეიძლება მთლიანად მოშალოს ქვეყნის ეკონომიკა. ცეცხლს ეთამაშება ბიძინა ივანიშვილი. თუ მას უნდა "ქართუ" და "ლიბერთი ბანკები" გააერთიანოს და მოუგოს "თიბისი ბანკს", მაშინ გავიდეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჰქონდეს ისეთივე ხარისხი, როგორიც მათ აქვთ. კეთილი ინებოს და შეწყვიტოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებით ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლების მოშლა", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი

2 თებერვალი, 2026 , 15:09

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. &bdq

განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი

2 თებერვალი, 2026 , 12:26

განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის. განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვი

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი