უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა
ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა რასა იუკნევიჩენემ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მმართველი გუნდის კრიტიკაზე არასამთავრობო სექტორის მიმართ.
იუკნევიჩენე არჩევნების პირველ ტურზე საქართველოში დამკვირვებლად იმყოფებოდა.
„ვამაყობ ქართველი ხალხით, რადგან დავინახე, რომ მათ აქვთ უზარმაზარი სურვილი, თავიანთი ქვეყანა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის იყოს. როდესაც ისინი მოდიოდნენ უბნებზე, მივხვდი, რომ საქართველოს კარგი მომავალი აქვს. ასევე ვნახე, რომ დემოკრატია სხვადასხვაგვარად ესმით. ვნახე ხალხი, ვისაც სურს, დემოკრატიულ სახელმწიფოში იცხოვროს, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება. მეორე მხრივ, ვნახეთ როგორ იყენებდნენ დიდძალ ადმინისტრაციულ რესურს, როგორ ცდილობდნენ ენჯეოებზე თავდასხმას. მედია პოლარიზებულია და მის მიმართ პოლიტიკურ ჯგუფებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში, სადაც ვყოფილვარ. მინახავს, როგორ ცდილობენ დემოკრატიის გაგების შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არჩევნებში ვიმარჯვებთ, ყველაფერს ჩვენ ვიღებთ. ეს არ არის დემოკრატია. ჩვენ ახლა ფინეთში ვართ და ევროპის ეს მხარე კარგი მაგალითია, გავიგოთ, რა და როგორ ხდება, რადგან მათაც გამოიარეს პოსტსაბჭოთა პერიოდი. ოპოზიციიდან არჩეული კანდიდატიც ხალხის მიერაა არჩეული და სწორედ ძალაუფლების გადანაწილებაშია დემოკრატია“,-განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.
ჰელსინკიში მიმდინარე „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების თემა აქტუალური აღმოჩნდა. საკუთარ გამოსვლაში IPP-ისპრეზიდენტმა გრიგოლ ვაშაძეს წარმატებები უსურვა. ფინეთის დედაქალაქში გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ერთმანეთს გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შეხვდნენ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29
იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17
ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

