უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 იანვარი, 2019 14:15
font-size

ამ დროისთვის ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ღორის გრიპით გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამყრელიძის თქმით, რისკ-ჯგუფში შედიან ორსული ქალები, ამიტომ აუცილებელია, მათ მიმართონ ოჯახის ექიმს ან მეან-გინეკოლოგს.

„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 8 ლაბორატორიულად დადასტურებული, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის შემთხვევა, სადაც დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ გრიპის ვირუსის არსებობა, ყველა შემთხვევაში იყო H1N1.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ გრიპის სეზონზე განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, განსაკუთრებით დღეს ეს შტამი, რომელიც ცირკულირებს, ძალიან ვირულენტურია ორსული ქალბატონების მიმართ. ამიტომ აუცილებელია, რომ მათ მიმართონ თავის მეან-გინეკოლოგს და ოჯახის ექიმს და იმოქმედონ მათი დანიშნულების მიხედვით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. გამყრელიძის თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსი 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 277 ადამიანს დაუდასტურდა, ეპიდემიის საფრთხე კი დგება მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.

დაავადებათა ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ გარდაცვლილ რვავე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. გარდა ამისა, მათ სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს.

H1N1-ით გარდაცვალების 8 შემთხვევიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფრომაციით, კლინიკებში ამჟამად მკურნალობას 130-მდე ადამიანი გადის და მათი უმეტესობა ბავშვია.

საკვანძო სიტყვები:

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და