საზოგადოება
ამ დროისთვის გრიპის ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა - ამირან გამყრელიძე
„ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 6 ადამიანი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ IPN-თან საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გრიპის ვირუსის 144-მდე დადასტურებული შემთხვევიდან, 140 H1N1 ვირუსია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი.
„ასევე ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკაა. გასული ორშაბათის მაჩვენებლით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია. ჯერ პიკთან შორს ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 500-მდეა, თუმცა საგანგაშოა, თუ 400-ს მიაღწევს”, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება.
„არის გართულებული შემთხვევების ტენდენცია, როდესაც აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი ინტენსიური ანტივირუსული მკურნალობაა საჭირო. ასეთი შემთხვევების მონაცემები შარშანდელთან შედარებით მომატებულია, თუმცა თითქმის იგივეა, რაც შარშანწინ იყო.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა, 95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს, ამიტომ ჩვენი მოსახლეობისადმი მოწოდება და რეკომენდაციები არის პროფილაქტიკის მიზნით აცრა”,- აღნიშნა მან.
ამასთან, გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართონ და ჰიგიენის ნორმები დაიცვან.
საკვანძო სიტყვები:
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

