უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2018 15:58
font-size

ამ პოლიტიკურ ვითარებაში მესამე ძალის გაჩენა შეუძლებელია - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მტკიცებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში მესამე ძალის არსებობა შეუძლებელია. ამის შესახებ პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა.

კითხვაზე, თუ რატომ არ სცადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, უნდა გაერთიანებულიყო ოპოზიცია და მაინც ორპოლუსიანი პოლიტიკური ვითარება იქნებოდა.

„2 ძლიერი ჩამოყალიბებული ძალა თავისი რესურსით, იდეოლოგიური დღის წესრიგით, მხარდამჭერებით, ამომრჩევლით, თავის ფინანსური შესაძლებლობებით ერთმანეთს უპირისპირდება. ამ ფონზე შესაძლებლობა მესამე ძალის გაჩენის, მაშინ როდესაც მესამე ძალა წარმოადგენს მათთვის თავდასხმის ობიექტს, უბრალოდ ბუნებაში შეუძლებელია. როდესაც მესამე ჩნდება, ის არის შედარებით სუსტი და უპირისპირდება ორი ძლიერი ბანაკი. მე რომ გამოვსულიყავი არჩევნებზე, მაინც ორპოლუსიანი იქნებოდა ეს ამბავი - მოხდებოდა ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ და მე უნდა მეთამაშა ორპოლუსიან პოლიტიკაში როლი. 30 წელია ამას ვაკეთებ და აღარ მინდა. მე რომ მოვსულიყავი ამ კონსტიტუციის პირობებში, ცვლილებებს ვერ დავაანონსებდი თუ არ დავიწყებდი აგრესიულ კამპანიას. მე დეტალურად ვიცოდი, რა უნდა მეთქვა არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რომ ვაერთიანებთ ოპოზიციას და უნდა მივიღოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პლატფორმა მომავალი ცვლილებებისთვის. პიროვნულად არ მინდა ორპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ