პოლიტიკა
ამ ქვეყანას ბაყბაყ დევივით არის მომჯდარი უკეთური, ბოროტი ძალა - ზაზა ბიბილაშვილი
თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავის მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებს ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის შესახებ.
ენმ-ის წევრის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირებები.
„ყველაფერი ის, რაზეც საუბრობდა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი სრულდება საპირისპიროდ, ჩვენი მოსახლეობის დაცინვაა ის, რაც ხდება. რამდენიმე ხნის წინ ივანიშვილი აცხადებდა, რომ მას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას ძალით აძლევდა, „მე ის ადამიანი არ ვარ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისოო“, დღეს რას ვხედავთ? ერთ ბოტანიკურ ბაღსაც ეუფლება ბათუმში და თბილისის ბოტანიკური ბაღიც მიითვისა. ერთ ლარად ისაკუთრებს თბილისის ისტორიულ ცენტრს. ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ და ამის ატანა და გატარება შეუძლებელია, აქ რომ იყოს ერთი, ათი ან ასი ადამიანი, ეს პროტესტი გაგრძელდება, აგორდება და დასრულდება იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს უსამართლობა ფეხს ვერ მოიკიდებს“,-თქვა ბიბილაშვილმა აქციაზე.
მან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბაყბაყდევს შეადარა.
„ამ ქვეყანას ბაყბაყ დევივით არის მომჯდარი უკეთური, ბოროტი ძალა. ჩვენ უკანასკნელ ადამიანამდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ქვეყანა ამ ადამიანებს არ დარჩეს. ეს მოხდება არჩევნებამდე, არჩევნებსა და არჩევნების შემდეგ. ეს ბრძოლა არ დამთავრდება, სანამ ამ ძალას არ განვდევნით“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, 29 სექტემებრს თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
13 მარტი, 2026 , 08:52
„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
12 მარტი, 2026 , 15:53
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე
12 მარტი, 2026 , 15:28
მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
10 მარტი, 2026 , 12:49
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს
10 მარტი, 2026 , 11:55
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
10 მარტი, 2026 , 11:20


