უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2025 12:43
font-size

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და, რა თქმა უნდა, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს სწორედ ამ ეროვნული სასახლის დამსახურებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მადლობა დედაქალაქის მერიას, პირადად დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებული გემოვნებითა და გამორჩეული ხარისხით კეთდება ხოლმე ყველა ასეთი პროექტი, აქედან გამომდინარე, პირადად მას, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას, თითოეული არქიტექტორს, რესტავრატორს, მშენებელს, ვინც უდიდესი პროფესიონალიზმით გააკეთა ეს უდიდესი საქმე. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ეროვნულ სასახლეს ვუსურვო დიდი წარმატებები მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ

საქართველოს ბანკი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუ Creator-ს იწყებს

19 სექტემბერი, 2025 , 19:09

საქართველოს ბანკი ქართველი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად, პირველ მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს - Creator-ს იწყებს. პროექტის მიზანი Youtube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი მაყურებლების მოზიდვა, კრეატორების მხარდაჭე