უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მაისი, 2018 16:55
font-size

ამ სიცრუეს როდის უნდა ეშველოს? - შოთა ხაბარელმა მიხეილ ყაველაშვილი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მისმა პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არ გამოვლინდა ის დარღვევები, რაც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის საფუძველი გახდებოდა.

ყაველაშვილმა მოუწოდა ძიუდოისტებს, ვინც ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით არ ვარჯიშობენ, დაუბრუნდნენ საჭიდაო ხალიჩას.

„მინდა, მოვუწოდო ჩვენს სპორტსმენებს, რომ დაუბრუნდნენ საჭიდაო ხალიჩას, გააგრძელონ საქართველოს სახელით გამოსვლა და ნუ დააყენებენ თავს მთელი ქართული ძიუდოს სამყაროს საპირწონედ. ამისათვის, მეც და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრიც მზად ვართ, კიდევ ერთხელ, ყველანაირად ვითანამშრომლოთ ორივე მხარესთან და მშვიდობიანად დავასრულოთ არსებული კონფლიქტი.

კომისიამ ორივე მხარეს მოუსმინა, დეტალურად შეისწავლა მათი არგუმენტები და ვერ აღმოაჩინა ის არგუმენტები, რომელიც შესაძლოა, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის საფუძველი გამხდარიყო“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

აღნიშნულმა განცხადებამ ხაბარელის უკმაყოფილება გამოიწვია. მან ყაველაშვილის ნათქვამს სიცრუე უწოდა და დასძინა, რომ კომისიამ ფინანსური მაქინაციები გამოავლინა და შეცდომად აღიარა მწვრთნელების გაშვება.

„ზუსტად კომისიის დასკვნიდან გამომდინარე გუშინ მინისტრმა განაცხადა, რომ იყო დარღვევა ფინანსური მანიპულაცია. ასევე იყო შეცდომა მწვრთნელების შეცვლა. ამ დარბაზში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ერთი ყველაზე დიდი სიცრუე, საზოგადოებას ჩვენ ვაწვდით დეზინფორმაციას. მე მინდა ყველამ გაიგოს, ესენი არიან ჩვენი ერის შვილები, რომელთაც აქვთ ლეგიტიმური პროტესტი და ეს დადო კომისიამ. დღეს ამ დარბაზში მოვისმინეთ, რომ თურმე, დარღვევა არ ყოფილა. ეს ხომ არის დეზინფორმაცია, ეს სიცრუეა, ხალხო. ამ სიცრუეს როდის უნდა ეშველოს?“, – გამოეხმაურა დეპუტატი ყაველაშვილს.

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები თითქმის ერთ თვეა, პროტესტის ნიშნად აღარ ვარჯიშობენ. სპორტსმენები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. მათ ასევე უნდობლობა გამოუცხადეს კომისიას, რომელიც აერთიანებს კულტურის სამინისტროს, სპორტის საპარლამენტო კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრებს. სპეციალურ კომისიას ევალება ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების შესწავლა.

დაძაბულობა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&