უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ივნისი, 2020 17:10
font-size

ამირან გამყრელიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში უნდა შეიცვალოს მიდგომა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით.

გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა სწორედ იმ რეგულაციებზე, რომლის დაცვითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება.

„მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ყოველწლიურად ზაფხულში ერთიანი ეროვნული გამოცდები, წელს პირველად ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები პამდემიის პირობებში.

მთელი სამყარო დღეს ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში და ამან ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ალბათ უნდა შეიცვალოს მიდგომა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანებისა და იყრის თავს.
სწორედ დიდი მასის თავშეყრა წარმოადგენს გარკვეულ მომატებულ რიკს ინფექციის გავრცელებისა. ამ მომატებული რისკის საპასუხოდ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომელიც შეიძლება გახდეს წყარო შემდგომში ინფექციის მასობრივი გავრცელების. ამისთვის შემუშავდა სწორედ ის რეკომენდაციები რაზეც იყო საუბარი“,- განაცხადა გამყრელიძემ, რომელმაც რეკომენდაციების რამდენიმე მიმართულებაზე ისაუბრა.

„კოვიდინფექციის მთავარი კლინიკური გამოვლინება არის რამდენიმე სიმპტომი – პირველ რიგში ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის უკამრისობა, შეიძლება იყოს ცემინებაც, მაგრამ ძირითადი არის მაინც ხველა და სუნთქვის უკმარისობა.

ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომებით ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოასტირებული, რათა არ შევიდეს გამოცდაზე ინფიცირებული. მოგეხსენებათ, იგივე სიმპტომები და განსაკუთრებით ზაფხულში შეიძლება ახასიათებდეს სხვადასხვა დაავადებას და ჩვენ აბიტურტიენტი არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომაროებაში, რომ თუ მას აქვს ალერგია, ან აქვს ჩვეულებრივი გაციება, სურდო და ზოგიერთებს ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსი აქვთ ხოლმე, არ დაიჩაგროს აბიტურიენტი და არ იყოს აუცილებლობა მისი გამოცდის გადავადების ან არ დაშვების.

კოვიდის დიაგნოზი გარდა სიმპტომებისა, ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ლაბორატორუულად დასტურდება კოვიდი, მოლეკულური ტექნოლოგიით. მაშინ არ დაიშვება გამოცდებზე. ამიტომ თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს აქვს სიმპტომები, მომატებული ტემპერატურა 37 და ზემოთ, აქვს ხველა, სუნთქვის განელება, მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის რჩევით იქნება შემდეგ გამოკვლეული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ აბიტურიენტებისთვის კვლევა უფასო იქნება.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას აბიტურიენტებს უფასოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ჩაუტარებს. ამისთვის არ ექნებათ ფინანსური ტვირთი. საგამოცდო პროცესზე თერმოსკრინინგი აუცილებელი პროცედურა იქნება.

თუ აბიტურიენტს აღენიშნება ტემპერატურა, აქვს წინასწარ გაკეთებული კოვიდზე ტესტი და ის უარყოფითია, არის შესაბამისი პროტოკოლი, როგორ ვიქცევით.
ანუ, ის დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც არის, არის სპეციალური პროტოკოლი – დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ იზოლირებულ ოთახში,შესაბამისი ბარიერებით, რომ გამოირიცხოს ყველა მოულედნელობა.
სახელმწიფო დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ ტემპერტურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, თუ დადსტურებული არ არ არის კოვიდნფექცია, არ შეიქმნას ბარიერად აბიტურიენიტის არ დაშვების.
ამისთვის არის რამდენიმე ალგორითმი, რომელიც დეტალურად გაწერილია. ანუ, თუ პისიარით კოვიდუარყოფითია და გარკვეული სიმპტომები აქვს, მას შეეძლება გამოცდა ჩააბაროს შესაბამის პირობებში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკვანძო სიტყვები:

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და