კომენტარი


ანა დოლიძე - ჟურნალისტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე: საქართველოს პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ადევნებს თვალყურს ამ საქმეს
საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტზე შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიებას აქტიურად მიადევნებს თვალყურს, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ბორჯომში, ტელეკომპანია ”იბერიის” წამყვანის, გორგი გასვიანის ცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომენტირებისას.
”ჩვენ, ხალხმა, არაერთხელ, ჯერ კიდევ გირგვლიანის საქმეზე რეაქციით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, არაკანონიერი გამოვლინება სახელმწიფო მოხელეების მხრიდან.
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ადევნებს თვალყურს ამ საქმეს, აქტიურად მიადევნებს თვალყურს გამოძიებას. ბუნებრივია, თუ დადასტურდა ამ დანაშაულის ჩადენა, ჩვენ მოვითხოვთ და მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ ადეკვატურად მიეცეს პასუხისგებაში ის პირი, რომელიც გამოვლინდება”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისათვის: ტელეკომპანია ,,იბერიას’’ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ტელეწამყვანის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში სასტუმრო ,,კროუნ პლაზას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მას პოლიცილებმა იარაღი დაადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ყვება, რომ მას ცემის პარალელურად პოლიციელები აგინებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ გასვიანი ჟურნალისტი იყო, პოლიციელები მას დაემუქრნენ, რომ თუ ის ამ ამბავს გაახმაურებდა, ,,უარესი მოუვიდოდა.’’
მომხდარის შემდეგ გიორგი გასვიანს ბორჯომის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
თოქშოუ ,,პრიორიტეტის’’ წამყვანი გვიან ღამეს ბორჯომში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:28
ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:04

ზურაბ ფარჯიანმა პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - `ნაცი“ არის ბნელი -ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:47

გედევან ფოფხაძე ყველაფრის მკადრებელი ადამიანია - კახა კალაძე
12 სექტემბერი, 2025 , 15:13
სისულელე გამოიგონეს, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ადამიანი დაეკავებინოს - ადვოკატი
12 სექტემბერი, 2025 , 15:01
ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი - გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 16:01