პოლიტიკა


ანა დოლიძემ შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ მოსამართლეს, მისი არაეთიკური განცხადებები მთელ სისტემას ზიანს აყენებს - რევაზ ნადარაია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრისა და უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, გასაუბრებაზე მან მოითხოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილება მისი არაეთიკური განცხადებების გამო.
„ქალბატონი ანა დოლიძე მე ავიცილე მისი განცხადებიდან გამომდინარე, მან განაცხადა, რომ მოსამართლეები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლოში და იხილავდნენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეებს, არ უნდა დაინიშნონ სასამართლო სისტემაში, ანუ პირდაპირ გამოთქვა აზრი ამ კონკურსანტების მიმართ და მე ვფიქრობ, ჩემ მიმართ და ამ მოსამართლეების მიმართ ის ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩემს შეფასებასა და გასაუბრებაში. მან შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ მოსამართლეს, მისი არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები ზიანს აყენებს მთელს სისტემას“, - უთხრა ნადარაიმ ჟურნალისტებს.
დოლიძის აცილება ასევე მოითხოვა მოსამართლე მერაბ ლომიძემ.
გასაუბრებიდან დოლიძის გასვლა გუშინ კიდევ ერთმა კანდიდატმა, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა მოითხოვა.
გუშინ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები“ სასამართლო ხელისუფლებაში კონტროლისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.
საკვანძო სიტყვები:
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21