უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია, პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ფიშერი ხვდება და ახალისებს.
„რაც შეეხება ფიშერს, ის ჯერ მარტო არის მდგმურად ხაზარაძის სახლში. თავისთავად ესეც საჭიროებს რეაგირებას, თუმცა ყველანაირი სტანდარტი არის წაშლილი დღეს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ხედავთ, რომ არის კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ხვდება და ახალისებს. აქედან ორ დღეში ამ რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები პირდაპირ აწყობენ რადიკალურ აქციებს, გამოირჩევიან რადიკალიზმით, აგრესიით, სიძულვილით, თან არიან გარკვეული პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები, ამაზე მეტი დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე ვერ წარმომიდგენია. ის პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.
ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ, პოლიტიკურად ვისი მხარდამჭერია ფიშერი. გეტყვიან, რომ „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია. პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25