უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 თებერვალი, 2018 17:50
font-size

ანა დოლიძის ჩამოშორება აჩვენებს განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობის პრობლემას სასამართლო სისტემაში- არასამთავრობოები

4 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მესამე სექტორის განცხადებით, უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების გასაუბრების პროცესმა კიდევ ერთხელ გამოავლინა „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ორგანიზებული მცდელობა, ხელი შეუშალონ მოსამართლეთა დანიშვნას მათი წარსული საქმიანობისა და კომპეტენციის კრიტიკული გააზრების საფუძველზე“.

არასამთავრობოების შეფასებით, გასაუბრების პროცესის დახურულ რეჟიმში გამართვა მისდამი ნდობას ამცირებს. მათივე განმარტებით, ანა დოლიძის აცილება გასაუბრების პროცესიდან განსხვავებული აზრისადმი მიუღებლობის გამოხატულებაა მთელ სასამართლო სისტემაში.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს 51 მოქმედი მოსამართლის განცხადებას თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შესახებ. ამ დღეებში მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს, რა დროსაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ორგანიზებული მცდელობა, ხელი შეუშალონ მოსამართლეთა დანიშვნას მათი წარსული საქმიანობისა და კომპეტენციის კრიტიკული გააზრების საფუძველზე. ამ პროცესში ასევე დაფიქსირდა კანდიდატების მხრიდან გასაუბრებების დახურვის ტენდენცია, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში, საფუძველს უთხრის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისადმი სანდოობას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 6 თებერვლის სხდომაზე საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცილებული იყო მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესისაგან. ანა დოლიძის აცილების ფაქტები ფიქსირდება საბჭოს 7 თებერვლის სხდომაზეც, რაც გვაფიქრებინებს, რომ საბჭოში წევრთა აცილების ასეთმა ფორმამ ტენდენციის სახე მიიღო.

აცილების საკითხის განხილვის ყველა შემთხვევაში საბჭოს სხდომა დაიხურა, რის გამოც დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ საბჭოს სამართლებრივი არგუმენტაცია არამოსამართლე წევრის აცილების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, თავად საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ მედიასთან გაკეთებული განმარტებების თანახმად, აცილების საფუძველი გახდა მის მიერ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის დაწყებამდე, საჯაროდ გაკეთებული კრიტიკული განცხადება.

მიგვაჩნია, რომ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის გამო ანა დოლიძის ჩამოშორება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან, აზიანებს მიმდინარე პროცესის ხარისხს, ხელს უშლის საბჭოს წევრს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და კიდევ ერთხელ აჩვენებს განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობის პრობლემას სასამართლო სისტემაში. საბჭოს წევრის, ანა დოლიძის ზემოაღნიშნული საჯარო განცხადება არ იყო მიმართული რომელიმე კონკრეტული მოსამართლისადმი, რომელთა უვადოდ დანიშვნის საკითხიც განიხილება საბჭოს სხდომაზე. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ შეიძლება დაესაბუთებინათ მოსამართლეებს, ან საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს ანა დოლიძის აცილებას, რომ ანა დოლიძე არ იქნებოდა ობიექტური ხსენებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას.

კანონით, საბჭოს წევრის აცილების საკითხზე მსჯელობს საბჭოს სრული შემადგენლობა (გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომლის აცილების საკითხიც განიხილება). აცილების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარის ნებისმიერ განცხადებას, რომ მის მიმართ საბჭოს წევრი არ იქნება ობიექტური, არამედ უნდა იყოს დასაბუთებული. თავის მხრივ, აცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სახეზე უნდა იყოს კონკრეტული გარემოება, რომელიც არა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის, არამედ ობიექტური დამკვირვებლის თვალში ეჭვქვეშ დააყენებს გადაწყვეტილების მიმღების ობიექტურობას. ანა დოლიძის მიერ გაკეთებული ზოგადი შეფასება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესში არსებული პრობლემების და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ვერ ჩაითვლება კონკრეტული მოსამართლის საკითხის გადაწყვეტისაგან ანა დოლიძის ჩამოცილების კანონიერი საფუძველად.

ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი ფართო განმარტება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ასევე, ეს პრაქტიკა საბჭოს კრიტიკულ წევრებს აყენებს ძალიან სახიფათო არჩევანის წინაშე - თავი შეიკავონ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისაგან ან ჩამოცილდნენ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს;
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე დასახელებულ შემთხვევაში, აცილების საკითხზე იმსჯელა დახურულ სხდომაზე. არც კანონი და არც საბჭოს მიერ დადგენილი რეგულაციები არ ითვალისწინებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის საკითხის საბჭოს დახურულ სხდომაზე განხილვას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მოსამართლე ითხოვს გასაუბრების პროცესის დახურვას, რაც უარყოფითად აისახება საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობაზე და ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები წლებია უშედეგოდ მოვითხოვთ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეცვლოს მის მიერვე დადგენილი წესი, რომელიც უფლებას აძლევს საბჭოს დახუროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ერთადერთი ღია ეტაპი, კანდიდატებთან გასაუბრება.

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და კონკურსში მონაწილე მოსამართლეებს:
სასამართლო სისტემის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების გამო, არ დაუშვან საბჭოს ცალკეული წევრებისა და მთლიანად საბჭოს ფუნქციონირების პარალიზება;

არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის ინსტიტუტის იმგვარი გამოყენება, რამაც შესაძლოა დაბრკოლება შეუქმნას საბჭოს წევრთა ფუნქციების თავისუფლად შესრულებას და საბჭოში კრიტიკული აზრის გამოხატვას;

გაასაჯაროვდე საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილების თაობაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მათი დასაბუთება;

პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცეთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს;

ასევე, მოვუწოდებთ საბჭოში პარლამენტის კვოტით დაშნულ არამოსამართლე წევრებს, გააცნობიერონ საკუთარი მაღალი პასუხისმგებლობა, რაც ათეულობით მოსამართლეთისთანამდებობაზე უვადოდ გამწესებას უკავშირდება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელი არ შეუწყონ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არაჯანსაღი ინტერესების განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა არასამტავრობო ორგანიზაციებმა:
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“;
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“;
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“.

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:24

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდ

იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:08

როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება, ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ „დიფ სთეითს“, მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალის

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 17:37

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსი

ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი, 2025 , 14:17

ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს. ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პა

გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გუშინ ვაშინგტონში ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰელ

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი, 2025 , 13:21

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით, - ამი