უკან

პოლიტიკა

29 ნოემბერი, 2018 16:25
font-size

600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის ფართომასშტაბიანი აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაიმა ლიუსია ანდრიკიენემ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ძალიან ნეგატიური იყო.

„გვიხარია იმის თქმა, რომ სერიოზული ინციდენტები არ აღინიშნა არჩევნების დღეს, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზოგიერთი ელემენტი, რომელიც პირველ რაუნდში გავაჟღერეთ, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალურია. ჩვენ ძალზე გვაშფოთებს ნეგატიური კამპანია და მძაფრი ბრალდებები კანდიდატების მხრიდან. 28 ოქტომბერს ეს გაუარესდა, მათ მიაღწიეს მიუღებელ დონეს, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში, რომელსაც ამ რეგიონში ლიდერად მივიჩნევთ“, - განაცხადა ანდრიკიენემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალის ჩამოწერას, შეიძლება იყოს მიჩნეული ამომრჩეველთა მოსყიდვად.

„მჯერა, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გამოთქვამს სურვილს და შეძლებს გაამთლიანოს, შეარიგოს ერი, რათა ქვეყანამ თვალი გაუსწოროს იმ ბევრ გამოწვევას, რომელიც მის წინაშე დგას.

ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტი, დემოკრატიული, არაკონფრონტაციული დიალოგი ყველა მონაწილე მხარეს შორის, რათა პოლიტიკური სტაბილურობა დავიცვათ. ის ფაქტი, რომ ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს კენჭისყრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე დიდი შეშფოთების საგანია. ამ მოქალაქეთა დავიწყება და მათი ბედის ანაბარად მიტოვება არ შეიძლება. თარიღის არჩევა მეორე რაუნდის კენჭისყრისთვის არ გამოხატავდა ყველა ამომრჩევლის ინტერესს და ინკლუზიურადაც ჩატარდა, რამაც აღძრა ეჭვები, რომ პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესის შედეგი იყო, მაგრამ ფაქტმა, რომ ასეთი სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური გადაწყვეტილება გამოცხადდა საკამათო მეორე რაუნდის წინ რამდენიმე დღით ადრე, თანაც იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ორგანიზაციის სახელით გაჟღერდა, გარკვეული ეჭვი შეიტანა ამომრჩეველთა გონებაში. ეს წარმოშობს სამართლებრივ ეჭვს, თუ რა არის ამ ნაბიჯის ჭეშმარიტი განსაზღვრება. ეს ფართომასშტაბიანი აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად. როგორც ჩვენ ერთობლივ განცხადებაში აღვნიშნავთ მეტი სინათლე სჭირდება ასეთ საკითხს, როგორიცაა ვალების ჩამოწერა“, - განაცხადა ანდრიკიენემ.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&