უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა
ანონიმურ კვლევის შედეგებზე აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს - მხოლოდ ღიმილის მომგვრელია - ,,ძალა ერთობაშია“
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საპარლამენტო ფრაქცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ინაწილებენ.
როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, ანონიმურ კვლევის შედეგებზე აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და წარმოადგენს „ოცნების“ დეპრესიული ხელისუფლების ილუზიას.
“მამუკა მდინარაძემ არ ისურვა დაეცვა ამგვარი კვლევებისადმი საარჩევნო კოდექსით დაწესებული სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი ინფორმაციის გასაჯაროებას: კვლევა უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ და გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას, ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. კვლევის აღნიშნული მეთოდოლოგია უნდა იძლეოდეს შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას. იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა.
ამასთან, კანონის იგივე ნორმა (სსკ, მუხლი 51) შედეგების გამოქვეყნებისას ითხოვს მიეთითოს: ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანმიმდევრობა; საველე კვლევის ჩატარების დრო; გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; შერჩევის ზომა; ცდომილების ფარგლები; ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ იმ გავრცელებულ სოციოლოგიურ კვლევაში, რომლის თანახმად პრეზიდენტობის ჩვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძედამაჯერებლად ლიდერობს და მნიშვნელოვნად უსწრებს დღევანდელი რეიტინგით ხელისუფლების კანდიდატს - ზედმიწევნით დაცულია ზემოაღნიშული სტანდარტი, ამიტომ ანონიმურ კვლევის შედეგებზე აპელირება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს - მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და წარმოადგენს „ოცნების“ დეპრესიული ხელისუფლების ილუზიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარის განცხადებას განვიხილავთ, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მორიგ ეპიზოდს, რომლის მიზანია მათთვის ჩვეული ხერხებით საარჩევნო შედეგების მანიპულაციისთვის ნიადაგის მომზადება, ამომრჩევლების დეზორიენტაცია და ჰიპოთეტური დესტაბილიზაციით დაშინება.
მივმართავთ პარტიას „ქართული ოცნება“ - 28 ოქტომბერს, ქართველი ამომრჩეველი, საარჩევნო ბიულეტინის საშუალებით, უარს ეტყვის თქვენ კლანურ-მაფიოზურ მმართველობას და ხმას მისცემს იმ ძალებს, რომლებსაც აქვთ უნარი და ნება განახლებული საქართველოს ასაშენელად“, - ნათქვამია „ძალა ერთობაშიას“ განცხდებაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
მმართველი პარტიის შიდა კვლევების მიხედვით, მეორე ადგილს 19%-იანი მაჩვნებლით გრიგოლ ვაშაძე, მესამე ადგილს კი 17%-ით დავით ბაქრაძე იკავებს, ხოლო სხვა კანდიდატებს 11%-იანი მაჩვენებელი აქვთ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29
იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17
ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

