უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

29 სექტემბერი, 2025 09:51
font-size

ანონსი - 29 სექტემბერი

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, „ფედერალისტების“ ნარკოპოლიტიკის პრეზენტაცია და რეფორმაზე პასუხისმგებელი ახალი „ფედერალისტი“ ლიდერის წარდგენა გაიმართება.

მის: „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო: ნათია გაბუნია - 598 27 31 53; მაკო ჯაბუა - 558 64 80 83

11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებზე კითხვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სურსათის ბანკის პროექტის ინიციატორი „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს)პოლიტიკის უფროსი მრჩევლის, ჯუბა მარუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სურსათის ბანკის“ პროექტთან დაკავშირებული სიახლეები: პირველმა „სურსათის ბანკმა“ ოპერირება თბილისში უკვე დაიწყო. პროექტის განხორციელება სხვადასხვა რეგიონში იგეგმება - რა ეტაპზეა სამუშაოები, როგორ მუშაობს სისტემა და როგორია ბიზნესსექტორის ჩართულობა“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 საათზე, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე საერთო ყრილობა ჩატარდება.

თემა: „სხდომის ფარგლებში დაგეგმილია ფედერაციის წესდებაში ცვლილებების განხილვა. ცვლილებებიდან გამომდინარე, დღის წესრიგით გათვალისწინებულია პირველი ვიცე-პრეზიდენტის არჩევა“.

მის: დ.გურამიშვილის გამზირი №76 (ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი)

13:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

საკვანძო სიტყვები: