უახლესი ამბები
- 30.09.2025 09:44სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
- 30.09.2025 09:23დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი
- 30.09.2025 08:44ანონსი - 30 სექტემბერი
- 30.09.2025 08:03დღის კალენდარი - 30 სექტემბერი
არქივი
დღის კალენდარი


დღის კალენდარი - 30 სექტემბერი
წლის 273-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 92 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი (დაახლ. 137); მოწამეთა თეოდოტიასი (დაახლ. 230) და აღათოკლიასი. 156-თა მოწამეთა: პელისი და ნილოსისა, მეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცისა, პატერმუთისი, ელიასი და სხვათა (დაახლ. 310).
დაიბადნენ:
1707 – პიეტრო როტარი, იტალიელი მხატვარი, როკოკოს სტილის ოსტატი.
1882 – ჰანს ჰეიგერი, გერმანელი ფიზიკოსი.
1891 – ოტო შმიდტი, რუსეთელი მეცნიერი, ჩრდილოეთის საზღვაო გზის ათვისების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
1922 – ანატოლი პაპანოვი, რუსი მსახიობი.
1927 – თენგიზ ამირეჯიბი, პიანისტი, პროფესორი.
1930 _ ზურაბ კუხიანიძე, პოეტი. გარდაიცვალა 2003 წელს.
1931 - ჯანსუღ ჩარკვიანი, ქართველი პოეტი. გარდაიცვალა 2017 წელს.
1924 - კაპოტე ტრუმენ, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1984 წელს.
1964 - მონიკა ბელუჩი, იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი.
გარდაიცვალნენ:
1435 – იზაბელა ბავარიელი, საფრანგეთის დედოფალი.
1937 - მიხეილ ჯავახიშვილი, ქართველი მწერალი.
1942 - ალექსანდრე იმედაშვილი, ქართველი მსახიობი.
1955 - დიომიდე ანთაძე, ქართველი რეჟისორი და პედაგოგი.
1955 – მიხაილ ჩეხოვი, მსახიობი, მწერალ ანტონ ჩეხოვის ძმისწული.
1985 – ჩარლზ რიხტერი, ამერიკელი სეისმოლოგი, მიწისძვრის სიმძლავრის შეფასების შკალის ავტორი.
1985 – სიმონა სინიორე, ფრანგი კინომსახიობი.
1999 – დმიტრი ლიხაჩოვი, რუსი ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი.
მოვლენები:
1630 წელი – განაჩენი გამოუტანეს პირველ ამერიკელ დამნაშავეს — იგი მკვლელობისათვის ჩამოახრჩვეს.
1783 წელი – დაარსდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
1791 წელი – ვენაში გაიმართა მოცარტის ოპერის „ჯადოსნური ფლეიტის“ პრემიერა.
1928 წელი – ბრიტანელმა მეცნიერმა ალექსანდრ ფლემინგმა აღმოაჩინა პენიცილინი.
1946 წელი – ნიურნბერგში (გერმანია) საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა დაიწყო გერმანელი ნაცისტებისთვის გამოტანილი განაჩენის გამოქვეყნება.
1967 წელი – კოსმოსში პირველად მოხდა საბჭოთა ხომალდების ავტომატური შეპირაპირება.
1980 წელი – საბჭოთა კავშირმა განახორციელა ბირთვული აფეთქებები სემიპალატინსკში.
1982 წელი – მევიოლინე ვლადიმირ სპივაკოვმა შექმნა ანსამბლი „მოსკოველი ვირტუოზები“.
1993 წელი – ინდოეთში 6.4 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 28.000 ადამიანი დაიღუპა.
2016 წელი - რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
2022 წელი - საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული რეფერენდუმის შედეგად რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპაცია მოახდინა.
ღირსსახსოვარი დღეები:
მარშალის კუნძულები _ ტრადიციების დღე