საზოგადოება
ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე, არამედ ბაქტერიაზე, შესაბამისად, ყველა გაციების დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკის დანიშვნა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჭიროა, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიბიოტიკების გამოყენებასთან მიმართებაში თუ სწრაფად მოქმედება არ იქნება, დაბრუნდება ანტიბიოტიკამდელი ერა, როცა ნებისმიერი ინფექცია ან უმნიშვნელო ტრავმა შეიძლება სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო.
„მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ექიმის ხელში. ანტიბიოტიკების შექმნამ და შემოტანამ, რომელიც დაახლოებით 90 წლის წინ მოხდა, უზარმაზარი წვლილი შეიტანა გლობალურ ჯანმრთელობაში, ანუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მაგრამ ამასთან ერთად, ბოლო 10-15 წელიწადია, რაც ანტიბიოტიკების რეზისტენტობა იზრდება, ანუ მათი არასწორი გამოყენების გამო იზრდება ე.წ რეზისტენტული მიკრობული ფლორა ანტიბიოტიკების მიმართ. ამიტომ საჭიროა მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი ცოდნა, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე იქნეს გამოყენებული. უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე, ის მოქმედებს ბაქტერიაზე. შესაბამისად,უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გაციების დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკის დანიშვნა“,- განაცხადა გამყრელიძემ ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კვირეული ფოკუსირებულია ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაზე და მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო და ვეტერინარული პერსონალის, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პირებისა და პოლიტიკოსების ცოდნის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესახებ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2018 წლის 12 -18 ნოემბერს აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს. წლევანდელი კვირეულის სლოგანია: "დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს" და იგი მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისკენ.
საკვანძო სიტყვები:
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

