პოლიტიკა
არ არის ნამდვილად ეს ის თემა, რომელზეც ვინმემ, რომელიმე პოლიტიკოსმა უნდა ილაპარაკოს და პოლიტიკური ქულები დაიწეროს - მამუკა მდინარაძე
მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თემაზე კონსენსუსი თუ ადვილად მიიღწევა, ეს ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსიც არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე კონსენსუსი ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებას გაანეიტრალებს და შეანელებს.
ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, გუნდში არსებული უთანხმოება სხვა საკითხია და ცალკე განხილვას საჭიროებს.
„შემთხვევით არ გვითქვამს, რომ ის არის ცალკე, დამოუკიდებელი თემა, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხს დაუკავშირდა. ვფიქრობ, ისევ სასამართლოს დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არ არის ნამდვილად ეს ის თემა, რომელზეც ვინმემ, რომელიმე პოლიტიკოსმა უნდა ილაპარაკოს და პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ყველაფერი ნათელია. კონსენსუსი თუ ადვილად მიიღწევა კრიტერიუმების თემაზე, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსი არსებობს, თუმცა სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსზე, გუნდში არსებულ უთანხმოებაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ და სასამართლოს თემა ამით არ უნდა დავაზიანოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


