უკან

პოლიტიკა

31 ოქტომბერი, 2018 16:56
font-size

არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის მატრიოშკას გაპრეზიდენტებას - ნუკრი ქანთარია

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე ურთიერთბრალდებები და პოლიტიკური დებატები ისმოდა.

„ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გაღიზიანება ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა იმ შეფასებებმა გამოიწვია, რომელიც არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით ისმოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.

უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევა რუსულ ინტერესებში შედის.

„ჩვენ არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის მატრიოშკას გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი, იმის შიგნით ზის მერაბიშვილი და სხვა მატრიოშკებში სხედან სხვადასხვა დამნაშავეები, სხვადასხვა კალიბრის,“-ამბობს ნუკრი ქანთარია.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას მხოლოდ „რუსთავი 2“-ს ტყუილად აბრალებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ გაზრდილმა სიღარიბემ და შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი კორუფციის დაბრუნებამ გამოიწვია.

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი კი ამბობს, რომ "ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ სააკაშვილის ხელით".

კვიციანი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს,რომ არ გაიზარდოს ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა