არქივი
სამართალი
არ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა 250 ლარით ისჯებოდეს - ნათია მეზვრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ შეიძლება, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა 250 ლარით ისჯებოდეს.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
„გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში საკითხზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, რადგან რაღაც ახალი სამართალდარღვევა არ გამოგვიგონია. ეს არსებული სამართალდარღვევაა, რომელსაც დიდი, ხანია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” ითვალისწინებს.
უბრალოდ, ჯარიმის ოდენობას ვამკაცრებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ 250-ლარიანი სანქცია მინიმალური ჯარიმაა და ჩადენილი ქმედების ადეკვატური არ არის. არ შეიძლება, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა 250 ლარით ისჯებოდეს.
სანქციის გაზრდის შემთხვევაში, ეს უფრო მეტად შემაკავებელი იქნება ამგვარი ქმედებების ჩადენისას. ოპონენტების მოსაზრებებია, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ყოველთვის კეთილსინდისიერად არ მოქმედებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მიმართულებით შსს რეფორმებს ახორციელებს და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
სამხრე კამერებს ვყიდულობთ, რომელიც პოლიციელებს ექნებათ დამონტაჟებული. ასევე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტექნოლოგიებს ვათავსებთ, რათა გაცილებით უფრო მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ იზოლატორებში შეასახლონ დაკავებული პირები. ამ საკითხს დეპუტატები კრიტიკით მოეკიდნენ, რაც გაუგებარია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

