უკან

პოლიტიკა

10 აგვისტო, 2018 10:55
font-size

არ თქვათ, რომ 10 წლის წინ აშშ-მ საქართველოში რუსეთის შეჭრას არ უპასუხა - კონდოლიზა რაისი

„10 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. არ თქვათ, რომ აშშ-მ ამას არ უპასუხა“, - ამ სათაურით სტატია აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა Washington Post-ში გამოაქვეყნა.

როგორც რაისმა დაწერა, მას არაერთხელ გაუფრთხილებია საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომ რუსეთი თბილისის პროვოცირებას შეეცდებოდა.

„ბუშის ადმინისტრაციაში რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხე გაცნობიერებული გვქონდა. 2008 წლის ადრეულ გაზაფხულზე აშშ-ი და გერმანია შეეცადა, მოლაპარაკებების გზით მოეხდინა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში სიტუაციის დეესკალაცია. ამ ძალისხმევით რუსი მშვიდობისმყოფელები და ქართველები ფიზიკურად განცალკევებულიყვნენ. უნდა ჩამოყალიბებულიყო გადაადგილების საერთო წესებიც. სწორედ ამ კონტექსტით, პირად საუბარში ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს, რომ რუსეთი საქართველოს პროვოცირებას შეეცდებოდა და შექმნილ სიტუაციაში მას NATO-ს მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდა. მე სააკაშვილი არც მაშინ დამიდანაშაულებია კრიზისში და არც ახლა ვადებ ხელს. ეს იყო მარტივი წინადადება, რომლის მიზანიც იყო ქართველების დამშვიდება, რომელთა ემოციებიც მაშინ „დუღდა“ “, – წერს რაისი სტატიაში.

მისი მტკიცებით, აშშ-ის დახმარებით, რუსეთის თბილისზე თავდასხმა შეჩერდა.

„რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის მიზანი თბილისისა და საქართველის არჩეული მთავრობის დაცვა იყო. სწორედ ამ მიზნით, აშშ-ის ტრანსპორტით ერაყიდან სამშობლოში დააბრუნეს იქ დისლოცირებული ქართველთა დანაყოფები. ემუქრებოდა თუ არა თბილისს საფრთხე? დიახ, ემუქრებოდა. მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარში ომის დასრულებისთვის სამი წინაპირობა დაასახელა. პირველი, საქართველოს უნდა მოეწერა ხელი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე და ქართველები ყაზარმებში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ორივე ეს პირობა საქართველოსა და მისი მოკავშირეებისთვის მისაღები იყო. თუმცა მესამე წინაპირობამ, რომელიც მისი [ლავროვის] თქმით, „ჩვენ შორის უნდა დარჩენილიყო“, შოკში ჩამაგდო. მიხეილ სააკაშვილი „უნდა გადამდგარიყო“, – წერს რაისი.

რაისის ნაამბობიდან ირკვევა, რომ მან ლავროვს უთხრა, რომ ასეთი საუბარი აშშ-ისა და რუსეთის მთავარ დიპლომატებს შორის დაუშვებელია.

„მე ახლა დავრეკავ ყველასთან და ვეტყვი, რომ რუსეთი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს და ასეც მოვიქეცი. შედეგად, მოსკოვის რეალური ზრახვები ყველასთვის ცნობილი გახდა და საქართველოს დემოკრატია გადარჩა“, – ნათქვამია Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

კონდოლიზა რაისმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრანგეთმა გააფორმა.

„მე პირადად ვიჯექი სააკაშვილის კაბინეტში, ჩვენ გადავამუშავეთ ფრანგული პროექტი. მათ შორის ცვლილებები შევიდა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც რუს სამხედროებს გადაადგილების უფლება ექნებოდათ და ამავე დროს, საქართველოს დედაქალაქს საფრთხე არ დაემუქრებოდა“, – დაწერა რაისმა.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-მ შეახსენა მოკავშირეებს, რომ ბუქარესტის სამიტზე მათ არ დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის NATO-ის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და აღმოსავლეთი ევროპა ამას ითხოვდა.

„ჩვენ მაშინ ვერ შევაჩერეთ რუსეთი, მაგრამ აშშ-მ იმოქმედა და საქართველომ დემოკრატია შეინარჩუნა. ეს მაინც სევდიანი ამბავია და შეიძლება პუტინმა არასწორი დასკვნები გამოიტანა. იმისთვის რომ რუსეთი მომავალში შევაჩეროთ, აუცილებელია ისტორიიდან ფაქტები სწორად ვიცოდეთ“, – წერია სტატიაში.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ