უკან

პოლიტიკა

3 იანვარი, 2019 12:20
font-size

არ ველოდები, რომ ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება დღეს - ლევან კობერიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის განცხადეწბით, ის არ ელოდება, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება.

„არ ველოდები, რომ ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი დადგება დღეს. სხვადასხვა საკითხია განსახილველი. არ ველოდები ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მსჯელობას", - განაცხადა კობერიძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა გაიმართება, რომელსაც მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება. ასევე სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

25 ნოემბერი, 2024 , 12:11

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება, რომელიც სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე იქნება წარმოდგენილი. სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია “ქ

პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 10:35

"ქართული ოცნების" პარლამენტი ხვალ 26 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნალოვანია, პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაცია ამ წელს ჩატა

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

25 ნოემბერი, 2024 , 10:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ახალი შემადგენლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გ

საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 08:50

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არის არაკონსტიტუციური. "საქართველოს პარლამენტის ხვალინდელი სხ

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &