უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ნოემბერი, 2024 10:24
font-size

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

ახალი შემადგენლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მთავრობის შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ცვლილება შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მთავრობის შემადგენლობაში აღარ იქნებიან ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია.

შესაბამისად, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე.

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 14:06

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვ

ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა - გიორგი მარგველაშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 13:09

ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა, - ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სასესიო სხდომას, სადაც მხოლოდ "ოცნება" არის წარმოდგენილი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, "ოცნების" პარლამენტს დ

მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა, ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში - მიხეილ სააკაშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 13:04

საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა, საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გა

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო

25 ნოემბერი, 2024 , 12:45

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო. დროებითმა სამანდატო კომისიამ 150 არჩეული წევრის საბუთების წესრიგში ყოფნა დაადასტურა. კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდ

გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი

25 ნოემბერი, 2024 , 12:32

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ  „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს. ამასთან, როთი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ს

გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი

25 ნოემბერი, 2024 , 12:32

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი მიიჩნევს, რომ  „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს. ამასთან, როთი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ს