უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
არა საპრეზიდენტო რეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს! - თაკო ჩარკვიანი
პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადების გამო. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს უარი უნდა უთხრან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
„პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა 2010 წელს ვლადიკავკაზში: „ომი ჩვენ დავიწყეთ საქართველოსთან და ამით, ხელი შევუშალეთ მის გაწერვრიანებას ნატო-ში "-ო. დღევანდელი „დამოუკიდებელი ოცნების“, „საპრეზიდენტო“ თუ სარეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს: „ომი საქართველომ დაიწყო რუსეთთანო"- ამ ქალს, რომ ვუყურებ და ვუსმენ, მაშინვე („განსაკუთრებით“ ) მახსენდება:„მამული, ენა სარწმუნოება"- ა მამული, ა ენა, ა სარწმუნოება- ა ბატონოდა ახლა ეს ბრძოლა, უმნიშვნელოვანესი ბრძოლა საქართველოსთვის, მოსაგებია და ზუსტად ვიცი, რომ ხალხი ბრძენია( ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ჩვენი, ბოლოდროინდელი შეხვედრები ხალხთან) - არა !!! უნდა ვუთხრათ დამოუკიდებელ საქართველოზე ომის გადამბრალებელ, „რუსეთის“ საპრეზიდენტო -რეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ღიად აცხადებს „ლავროვ- კალანტაროვის“ მეგობრობას და საქართველოს ომის დაწყებას აბრალებს - მეტი რა ჰქნას, რით გაგვახაროს?! - დანარჩენი უკვე ჩვენზეა. არა - საპრეზიდენტო რეზიდენტს!!!!!!! ! არა - საპრეზიდენტო რეზიდენტ- სალომე ზურაბიშვილს!!!!!!!“, - დაწერა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, გუშინდელ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.
„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციები, რომლებზეც მაშინ გვაფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, პროვოკაციებს არ ავყვები. როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო“, -თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს საპრეზიდენტო არჩევნებში.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




