კომენტარი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე - ირაკლი კობახიძე
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება,, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბი-ბი-სიმ“, რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად.
„როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. შესაბამისად, რაც მოიტყუეს „ბი-ბი-სისთან“, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან, შესაბამისად, უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ.
„ბი-ბი-სი“ ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც უკვე ყველაფრის მაჩვენებელია და ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას, ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება.
შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბი-ბი-სიმ“, რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად. თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი - შალვა პაპუაშვილი
19 დეკემბერი, 2025 , 12:20
სადღაც 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა, რომ დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს გარეთ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
19 დეკემბერი, 2025 , 10:00
ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 11:19
„ოცნებას“ ეშინია საჯარო გამოძიების, ვინაიდან გამოაშკარავდება, ვინ გასცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, დადგინდება, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრის და მოადგილის გვერდის ავლით - გიორგი გახარია
18 დეკემბერი, 2025 , 08:43
მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების დროს იმყოფებოდა - ალექსანდრე დარახველიძე
17 დეკემბერი, 2025 , 13:23
საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას - სალომე ზურაბიშვილი
15 დეკემბერი, 2025 , 20:27


