კომენტარი
არაფერი განსხვავებული და მოღალატეობრივი ადა მარშანიას არ უთქვამს - ირმა ინაშვილი
ქალბატონ ადას არაფერი განსხვავებული არ უთქვამს, რაც არ წერია და არ არის ასახული ტალიავინის ცნობილ დასკვნაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა, ირმა ინაშვილმა თანაპარტიელების რუსეთის დუმაში ვიზიტის შეფასებისას.
ინაშვილი ადა მარშანიას განცხადებას ეხმაურება, სადაც მოსკოვში ვიზიტით მყოფმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, წაიკითხა ტექსტი, სადაც საუბარი იყო აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარის ბრალეულობაზე.
როგორც ირმნა ინაშვილმა აღნიშნა, აგვისტოს ომი, კოდორის და ახალგორის ჩაბარებაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა.
„ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ აგვისტოს ომი, კოდორის ჩაბარება, ახალგორის ჩაბარება, ეს უკავშირდება წინა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენელს, მათ შორის, ბატონ ბოკერიას, რომელმაც სამარცხვინოდ გააჩუქა კოდორი, სადაც საომარი მოქმედებები, სხვათა შორის არ მიმდინარეობდა, ისე მოხდა კოდორის ჩაბარება და ახალგორიც. ამიტომ არაფერი განსხვავებული და მოღალატეობრივი ადა მარშანიას არ უთქვამს,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა,
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


