მსოფლიო
არალეგალ მიგრანტებსა და მათ შვილებს ერთმანეთს არ დააშორებენ, თუმცა მათ მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა გაგრძელდება - დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-მექსიკის საზღვარზე დაკავებული არალეგალი მიგრანტებისა და მათი შვილების ერთმანეთისგან განცალკევებას.
„ეს [დოკუმენტი] ეხება იმას, რომ ოჯახები ერთად იყვნენ“, - დასძინა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მას არ მოსწონს, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთისგან აცალკევებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეძრწუნდა, როცა ნახა იმ ბავშვების ფოტოები, რომლებიც გადაღებულია მშობლებთან დაშორების მომენტში.
თუმცა ბრძანება არ ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომლებსაც უკვე შეეხო „დაშორების პოლიტიკა“.
ბრძანების მიუხედავად, ტრამპმა განმარტა, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას“ არალეგალი მიგრანტების მიმართ.
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, 5 მაისიდან 9 ივნისის პერიოდში 2342 ბავშვი დააშორეს 2206 მშობელს.
არალეგალი მიგრანტების მიმართ მიდგომის გამკაცრების შესახებ მაისში გახდა ცნობილი. მაშინ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშნსმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე უკანონო გადაკვეთასთან საბრძოლველად აშშ მზადაა, დააშოროს მშობლები შვილებს და არ მოათავსონ ისინი ერთად დაკავების ცენტრებში.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

