უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 მარტი, 2018 17:15
font-size

არალეგიტიმური განცხადებების მიუხედავად, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს ცხედრის რაც შეიძლება მოკლე დროში გადმოსასვენებლად - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის კომენტარი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შესახებ „აბსოლუტურად მიუღებელია და ის ყველა საერთაშორისო ნორმასა და სტანდარტს ეწინააღმდეგება“.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა ცხედრის გადმოცემა რაც შეიძლება მალე მოხდეს.

„ასეთი არალეგიტიმური განცხადებების მიუხედავად, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თავის ოჯახში, რაც შეიძლება მოკლე დროში იყოს გადმოსვენებული. ნამდვილად ვერ გეტყვით, ე.წ. პრეზიდენტს რა მიზანი ამოძრავებს, როცა ამ განცხადებას აკეთებს. ჩვენ იგივე მოლოდინი გვაქვს, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ, ცხედრის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებისთვის. იგივე მოლოდინში იმას ვგულისხმობ, რომ ცხედრის გადმოსვენებას უახლოეს მომავალში ველოდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ბიბილოვმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხედრის გადმოცემამდე უნდა ჩატარდეს ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დროს მოითხოვს.

„მშვენივრად ხვდებით, რომ ცხედრის გადმოცემისთვის საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ეს მიღებულია ევროპაშიც და ამერიკაშიც. მაგალითად, იმავე საქართველოში სასამართლო ექსპერტიზაზე მიდის მინიმუმ ერთი თვე. არავინ არ ამბობს, რომ ტატუნაშვილის ცხედარი არ უნდა იყოს გადაცემული, თუმცა ასეთი პოზიცია ასევე აქვს ჩვენს საზოგადოებას, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩვენთან 150 ადამიანი მიიჩნევა, რომლის ბედზე მათმა ახლობლებმა არაფერი არ იციან. თუმცა ამისგან პოლიტიკას არ ვქმნით“, -თქვა ბიბილოვმა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს ახალგორის რაიონში საქართველოს სამი მოქალაქე : არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ქართული მხარისა და უშუალოდ ტატუნაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, ცხედრის გადმოცემა ამ დრომდე არ მომხდარა.

რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 17:34

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯა

სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი

13 თებერვალი, 2026 , 17:17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებას აქვს მორალური, ჰუმანური და პოლიტიკური მნიშვნელობა, ეს არის აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპ

რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა

13 თებერვალი, 2026 , 16:56

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. „საქ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო

13 თებერვალი, 2026 , 13:36

BBC, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრით მიმართა, „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც

პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი

13 თებერვალი, 2026 , 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, – ამის შესახებ პარლამე

მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

13 თებერვალი, 2026 , 11:52

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კონფერენ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი