კომენტარი
არალეგიტიმური რეჟიმის მიერ ე.წ. აღიარება არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ამ უკანასკენლმა ე.წ. სამხრეთის ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, პირველი კომენტარი გააკეთა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სირიასთან დიპლომატირუი ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები უკვე დაიწყო.
„ჩვენ ვიწყებთ პროცედურებს დიპლომატური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ.
სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით სირიაში ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც კი არაფრად თვლის, ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს.
არალეგიტიმური მანიპულირებადი რეჟიმის მიერ ე.წ. აღიარება არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


