უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივლისი, 2018 17:30
font-size

არანაირი სპეცრაზმი ხაიშში დილას არ გამოჩენილა, ესაა ცრუ ინფორმაცია - შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი

შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ სვანეთში, ხაიშში სპეცნაზმი დილიდან გამოჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, არავინ არაა დაშავებული და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

მისივე განმარტებით, ადგილზე შსს-ის დანაყოფების მობილიზება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის ხდება.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს კანონიერ მოქმედებებს, რომელსაც ხელს უშლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. სწორედ ამის გამო არის შსს-ის გარკვეული დანაყოფები ადგილზე, რომ არ მოხდეს რაიმე ექსცესი.

არანაირი სპეცრაზმი აქ დილას არ გამოჩენილა. ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც დაშავებულები არ არიან. ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს. გადასული ვართ მოლაპარაკების რეჟიმში მოსახლეობასთან და ვთავაზობთ, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გავიდეს ტერიტორიიდან და ჩადგეს პროცესი კალაპოტში“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი რაიმე გადაცდომა იყო რომელიმე მხრიდან, გენინსპექცია მასზე მოკვლევას დაიწყებს და იქნება სათანადო რეაგირება.

„სახლში არავის არ შევარდნიან. შევიდნენ უკანონოდ ფუნქციონირებად სახერხებში. უკანონოდ რომელიც ფუნქციონირებს, იქ განხორციელდება კანონის შესაბამისი მოქმედებები“, - აღნიშნა შსს-ის გენინსპექციის უფროსმა.

მისივე თქმით, პირველი რიგის ამოცანაა, გაიხსნას გზა და დამსვენებლებს ჰქონდეთ მიმოსვლის საშუალება.

ხაიშში ადგილობრივები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას აპროტესტებენ, რაც ხე-ტყის უკანონო მოპოვებას უკავშირდება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, სპეცნაზმის შეყვანა გახდა საჭირო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოებისა და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.

თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, ალტერნატიული განვითარების საშუალება მიეცეთ.

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და