უკან

სამართალი

23 დეკემბერი, 2016 17:50
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, განაგრძოს სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება

არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დანაშაულის სტატისტიკის გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციები ეხმაურებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო სისხლის სამართლის დანაშაულის სტატისტიკას პერიოდულად აღარ გამოაქვეყნებს.

,,დემოკრატიული პოლიციის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მოითხოვს, რომ პოლიცია იყოს ღია მის ქმედებებზე ზედამხედველობის განხორციელებისათვის. გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას კი საჯარო საინფორმაციო ანგარიშები წარმოადგენს, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს დანაშაულის სტატისტიკას, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, ანგარიშებს ადამიანის უფლებების დაცვის ან პოლიციის შიგნით კორუფციის შემთხვევების თაობაზე და ასევე საზოგადოებისათვის საყურადღებო სხვა მონაცემებს. სტატისტიკურ ანალიზს შეუძლია მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანოს ეფექტური და კვალიფიციური საპოლიციო სამსახურის ჩამოყალიბებაში. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულების ინტერაქტიული სტატისტიკისა და კრიმინოგენული რუკის შექმნის სრულყოფილად და დროულად შესრულება სამინისტროს მხრიდან’’, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათივე ინფორმაციით, 2010 წლის 30 აპრილს, ხუთ უწყებას შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის მიზნებისათვის, შსს ყოველთვიურად უნდა წარუდგენდეს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას, ინფორმაციას დაწყებული გამოძიების შეწყვეტისა და კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ დანაშაულების მიხედვით, ინფორმაციას დაზარალებული პირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ.

,,საყურადღებოა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2010 წლის მემორანდუმის საფუძველზე, 2012-2016 წლების თითოეული თვის მიხედვით გამოქვეყნებული სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში არცერთ თვეში არ მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ანგარიშები იწყება პირველი თავის, პოლიციის სტატისტიკის, გამოტოვებით. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უგულვებელყოფილია მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშების წარუდგენლობაშიან წარდგენილი ანგარიშების სათანადოდ გამოქვეყნება არ ხდება სტატისტიკის სამსახურის მიერ. აქვე უნდა ითქვას, რომ სტატისტიკის სამსახურისთვის შსს-ს და სხვა უწყებების მიერ ყოველკვარტალური სტატისტიკის გაგზავნა არ ანაცვლებს შსს-ს მხრიდან ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშების მიწოდების და სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნების საჭიროებას’’, - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადევაში.

მათივე ინფორმაციით, როგორც შს სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, მათივე „კეთილი ნების“ საფუძველზე სამინისტროს ვებ-გვერდზე ხდება დამატებით სტატისტიკური ინფორმაციის განთავსება.

,,უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 15 თებერვლის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ ვებ-გვერდზე დანაშაულის სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტები არ ავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისივე ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებას, გამჭვირვალობის, საზოგადოების ნდობის მოპოვებისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად თავად სამინისტროს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი მზარდია საზოგადოების ინტერესი დანაშაულის სტატისტიკის მიმართ.

შესაბამისად, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

- შსს-სა და სტატისტიკის სამსახურს - განმარტონ რას უკავშირდება ის, რომ გასული წლების განმავლობაში, პოლიციის ყოველთვიური სტატისტიკა გამოქვეყნებული არ არის;

- შსს-ს - შეასრულოს 2010 წლის უწყებათაშორისი მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულება და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის მიზნებისათვის, ყოველთვიურად მიაწოდოს მემორანდუმით განსაზღვრული ინფორმაცია;

- შსს-ს - საზოგადოების ინფორმირების და გამჭვირვალობის მიზნით განაგრძოს საკუთარ ვებ-გვერდზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება’’, - ნათქვამია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს