უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2018 13:35
font-size

არასამთავრობოები თბილისის მთავრობისგან მოითხოვენ, რომ მან დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის ნებართვა არ გასცეს და ადგილი ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად გამოაცხადოს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს თბილისის მერიისგან და საკრებულოსგან, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა არ გასცენ. ასე მესამე სექტორი შეუერთდა მოსახლეობის ანალოგიურ მოთხოვნას, რომელზეც ხელმოწერები უკვე შეგროვდა.

გარდა ამისა, არასამთავრობოებმა მოითხოვეს, რომ დიღმის ტყე-პარკის ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად გამოცხადდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც 9 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს, კერძოდ, „კავკასიური სახლი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“, „CENN“ და „უსაფრთხო სივრცე“.

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, დიღმის მოსახლეობა და აქტივისტები დიღმის ტყე-პარკის გადასარჩენად 15 წელია იბრძვიან. მისი თქმით, დღეს კი ახალი პრობლემა დგება - შესაძლოა, კომპანია „ანაგმა“ იქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყოს, რომელიც სამომავლოდ დიღმის ტყე-პარკს დააზიანებს.

„ახალი კომპლექსი მხოლოდ ორანჟერია არ იქნება. ეს იქნება ასევე სადღესასწაულო ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და ბევრი სხვა რამ და თუ ეს მშენებლობა დაიწყო, ბევრი სხვა გაჩერებული მშენებლობაც შეიძლება აღდგეს. საბოლოოდ კი ძალიან დიდი ზიანი მიადგება პარკს. მხოლოდ ორანჟერიის წინააღმდეგი არავინ არ იქნებოდა, თუმცა გასაოცარია, რა საჭიროა ხელოვნური ორანჟერია, სადაც არის ბუნებრივი პარკი და დასასვენებელი ადგილი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ივნისში ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „ანაგს“ ის სამშენებლო პირობები განუსაზღვრა, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს.

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო

პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

22 ნოემბერი, 2024 , 15:08

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ

აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“

22 ნოემბერი, 2024 , 13:07

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახ

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

22 ნოემბერი, 2024 , 12:49

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კუ

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ