უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ივლისი, 2018 12:35
font-size

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2018 წლის ანგარიშში დადებითად შეაფასა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ტრეფიკინგის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის კომპონენტი, ხოლო საქართველოს ძალისხმევა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად არის მოყვანილი“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს.

„დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, 1957 წელს დაბადებული პ.მ. და მისი მეუღლე – 1959 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს – ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს – პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი ყველა იმ ფაქტის გამოვლენას, სადაც ადგილი აქვს ბავშვების შრომით ექსპლუატაციას ან მათ მათხოვრობაში თუ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. ექსპლუატაციის მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის ახლო ნათესაური თუ სხვა კავშირის მიუხედავად, ყველა გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტზე სამართალდამცველების რეაგირება პრინციპულად მკაცრი იქნება“, – განაცხადა ჭელიძემ.

საკვანძო სიტყვები:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

20 დეკემბერი, 2025 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ო

მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანი მოსამართლემ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა

19 დეკემბერი, 2025 , 14:51

15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი, ხატია ვიბლიანი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მას მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა. როგორც „

პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

19 დეკემბერი, 2025 , 10:15

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

17 დეკემბერი, 2025 , 18:01

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შინ

პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა

17 დეკემბერი, 2025 , 13:03

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე და 121

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავეს, 14 კი დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი

16 დეკემბერი, 2025 , 17:29

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს, დაკავებულია 49 პირი,