უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


არჩევნებში გამარჯვება-დამარცხება ხალხის ნების გამოხატვაა და ამ უმრავლესობის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვება-დამარცხება ხალხის ნების გამოხატვაა და უმრავლესობის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ასე გამოეხმაურა მინისტრი გაერთიანებულ ოპოზიციასა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვინდა. დემოკრატიის ნაწილი არის არჩევნები. ესაა ქვაკუთხედი. არჩევნებში გამარჯვება-დამარცხება ხალხის ნების გამოხატვაა და ამ უმრავლესობის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ესეც დემოკრატიის ანაბანაა. რა თქმა უნდა, დემოკრატიის პირობებში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. მე ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არანაირი პრობლემა არაა. ასევე, არსებობს გარკვეული პასუხისმგებლობები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აქვს ამ თავისუფლებასთან ერთად. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და გარკვეული ჩარჩოები, როცა სხვისი თავისუფლება არ უნდა შეილახოს, მათ შორის, არც სამართალდამცავების, არც სახელმწიფო ინსტიტუტების“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25