პოლიტიკა
არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი დაადანაშაულა.
მინისტრმა მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს.
„საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ამ მომენტისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გუშინ უკანონოდ დააკავეს ახალგორში, მის მიმართ გამოიყენეს ძალა და სრულიად გაურკვეველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა. უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რათა დაუყოვნებლივ დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს“,- თქვა ციხელაშვილმა.
დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ ცხინვალის ერთ-ერთ საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, რომელიც ახალგორში დააკავეს. ტატუნაშვილს ადანაშაულებდნენ სახრეთ ოსეთის მოსახლეობის „გენოციდში“.
ამ ფაქტს გამოეხმაურა სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების ინფორმაციით, ტატუნაშვილი კიდევ ორ მოქალაქესთან: ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

