უკან

პოლიტიკა

15 ოქტომბერი, 2018 15:00
font-size

არის იმის მცდელობა, რომ შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში ადრე იყო ყველაფერი დალაგებული და ახლა ჩამოიქცა - ლევან კობერიძე

ეს არის ოპოზიციის მიერ ქაოსის შექმნის მცდელობა მედიასივრცეში, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებს.

კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის დეპუტატის, რომან გოცირიძის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ჯგუფებისგან არის მცდელობა შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში მათ დროს ყველაფერი დალაგებული იყო და ახლა ჩამოიქცა.

„რამდენადაც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს და ეს გამოძიება დაწყებულია 3 დღის წინ. შესაბამისად, მინდა უწყებებს მოვუწოდო, რომ რაც შეიძლება სწრაფად, გამჭვირვალედ გაეცეს ყველა იმ ფაქტს პასუხი, რომელიც ბოლო პერიოდში იყო გაჟღერებული და გახმაურებული სხვადასხვა ფორმით.

ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მოხდება ძალიან სწრაფად და არ დატოვებს საფუძვლებს ოპოზიციისთვის მსგავსი ტიპის ქაოსის შექმნის მცდელობებს მედიასივრცეში. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები ვალდებულები ვართ მოსახლეობის წინაშე, რომ საგამოძიებო უწყებებიდან რაც შეიძლება სწრაფად ამის განხორციელება მოვითხოვოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები ძალიან სწრაფად გასცემენ ამას პასუხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც, უმრავლესობის წევრებს არ მოგვერიდება საზოგადოებისთვის მწვავე თემების შემთხევევაში საკითხის მწვავედ დაყენება. პირადად მე, როცა დავინახე, რომ საკითხი მწვავედ იდგა, მეც მოვითხოვე გენერალური პროკურორის გადადგომა იმ საქმიდან გამომდინარე.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი უწყებები გამოძიების ფარგლებში ძალიან სწრაფად უპასუხებენ ამ ყველაფერს. თორემ, ვატყობ, რომ ყველასთვის ყველაფრის მიწებების მცდელობაა სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფისგან. საბოლოოდ, არის იმის მცდელობა, რომ შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში ადრე იყო ყველაფერი დალაგებული და ახლა ჩამოიქცა. მგონი, ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ გაიზარდა იმისთვის, რომ კარგი და სწორი შეფასებები მისცეს არსებულ სიტუაციას, რომელიც არის გამოწვევებით სავსე“, - განაცხადა კობერიძემ.

კობერიძის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე დაინტერესდა რა უნდა გამოიძიონ ჩანაწერების ავთენტურობა თუ ის დანაშაულები, რაც ამ ჩანაწერშია მხილებული და გამჟღავნებული.

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

25 ნოემბერი, 2024 , 12:11

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება, რომელიც სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე იქნება წარმოდგენილი. სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია “ქ

პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 10:35

"ქართული ოცნების" პარლამენტი ხვალ 26 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნალოვანია, პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაცია ამ წელს ჩატა

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

25 ნოემბერი, 2024 , 10:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისთვის წარსადგენად მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ახალი შემადგენლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გ

საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 08:50

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არის არაკონსტიტუციური. "საქართველოს პარლამენტის ხვალინდელი სხ

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &