უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


არც ქვაფენილის დატოვებაში ვხედავ პრობლემას, მხოლოდ არა იმ მდგომარეობაში, როგორც ახლა არის - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვარაზისხევში გზის საფარს რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება, თუმცა რა ფორმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
როგორც თბილისის მერმა ვარაზისხევში ქვაფენილის შეცვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თუ იქ ქვაფენილის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებენ, იგი შეიძლება ახლით შეიცვალოს.
პროექტის განხორციელებას მერია მომავალ წელს გეგმავს.
„პასუხისმგებლიანი მთავრობა ვართ, გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ და ჩვენს გადაწყვეტილებებზეც ვაგებთ პასუხს. რაც შეეხება პროექტს, იგი მომავალ წელს განხორციელდება, რადგან ქალაქში ახლა საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ახლა ვარაზისხევის გადაკეტვა სერიოზულ პრობლემებს გააჩენდა ქალაქში. შეიქმნებოდა აბსოლუტური ქაოსი. შესაბამისად მომავალ წელს განვახორციელებთ.
ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, არც ქვაფენილის დატოვებაში ვხედავ პრობლემას, მხოლოდ არა იმ მდგომარეობაში, როგორც ახლა არის და ასევე, მოასფალტებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
მოასფალტებასთან დაკავშირებით მე რამდენიმე კომენტარი ვნახე, რომლებიც არაკომპეტენტური იყო – თითქოს ზამთარში იქ პრობლემები შეიქმნება. ამას არ ჩავუღრმავდები. შესაბამის გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერია მიიღებს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო იქ მცხოვრები მოსახლეობის პოზიცია. ჩემთვის გასაგებია მათი მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ მოსახლეობას მიმართა ვარაზის ხევში გზის საფარის შეცვლასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ: სურთ იქ ქვაფენილი დარჩეს, თუ ასფალტის საფარი დაიგოს.
საკვანძო სიტყვები:
ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე
22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
22 სექტემბერი, 2025 , 13:15

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 სექტემბერი, 2025 , 13:08
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:53

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:43

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
22 სექტემბერი, 2025 , 12:29