უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
რეგიონები
ასამდე მუშამ ბეჟათუბნის სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობა შეაჩერა - დასაქმებული სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას უჩივიან
ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა. ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა“ გაავრცელა.
პროფკავშირების განცხადებით, გაფიცულები უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას ითხოვენ.
„ბეჟათუბანში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში“ დასაქმებულმა ასამდე მუშამ, სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობა შეაჩერა!
დასაქმებულები კომპანიაში შრომითი პირობების უხეშ დარღვევასა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას უჩივიან.
არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, წლების განმავლობაში შედგა არაერთი მოპალარაკება და გაფორმებულია ყველა დონის ორმხრივი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას საქართველოში, შესარულებლად აღებული აქვს რიგი ვალდებულებები.
„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ მხრიდან, 2017 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელებული ინსპექტირებისა და მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტი და ხაზი გაესვა შრომის კოდექსის უხეშ დარღვევებს, რის შემდეგაც, კომპანიის მენეჯმენტმაც შესაბამისი რეკომენდაციები მიიღო.
ადგილობრივი დასაქმებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი შეჩერდა, ვფიქრობთ, უკავშირდება დამსაქმებლის მხრიდან აღებული ვალდებულებების ნაწილობრივ შეუსრულებლობას, გამომდინარე აქედან მოუწოდებს სს „საქართველოს რკინიგზასა“ და ააიპ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლობას საქართველოში, დროულად იყოს უზრუნველყოფილი მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო გარემო“, - წერია „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

