უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 მაისი, 2020 14:40
font-size

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ეფექტურად უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ ახლა ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. ახლა კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს და საცოდაობაა კახეთში ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა ძალიან ფრთხილად ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშავოთ. პირველ რიგში ეს ეხება ტურიზმს. ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სატუმრო, გაშენდა ვენახები, გაკეთდა ბევრი მარანი და ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი. ამიტომ მარტივ რამეს ვამბობთ, საქართველომ ეს ეპიდემია და კრიზისი უნდა გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება.

მსგავსი კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. არ იქნება ეს რთული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდის რისკებს. ეს მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. სამყარო სხვანაირი იქნება, ამასაც გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ, მსოფლიო სხვანაირი იქნება, მაგრამ იქნება სულ სხვა გლობალური კონკურენცია, ბევრად უფრო მძაფრი და მომზადებულები უნდა ვიყოთ ამისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

საკვანძო სიტყვები:

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაშავდა

30 მაისი, 2020 , 17:49

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადა

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ