მსოფლიო
ასეთ შეხვედრას არ გამოვრიცხავთ - კრემლის გამოხმაურება დონალდ ტრამპის განცხადებაზე
კრემლში გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მსგავსი შესაძლებლობა არ გამორიცხა.
„არ გამოვრიცხავთ ასეთი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას, მას ახლა ვათანხმებთ და როგორც კი ყველა დეტალს გავარკვევთ, შეგატყობინებთ“, -უთხრა პესკოვმა რია ნოვოსტის.
Fox News-ის ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შეიძლება, შეხვდეს თავის რუს კოლეგას ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე. მან თქვა, რომ რუსეთი მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლია აშშ-ის დახმარება ჩრდილოეთ კორეის კრიზისსა და სირიაში, ასევე ისინი ისაუბრებენ უკრაინაზეც.
აღნიშნული სამიტი ვიეტნამის ქალაქ დანანგში გაიმართება 6-დან 11 ნოემბრის ჩათვლით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

