უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
აშშ რეაგირებისთვის მზად არ იყო და ის, რაც მოხდა, მოულოდნელიც კი იყო - მარკ სიმაკოვსკი 2008 წლის აგვისტოს ომზე
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა და პენტაგონში რუსეთის პოლიტიკის განყოფილების ყოფილმა დირექტორმა, მარკ სიმაკოვსკიმ 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ აღნიშნული ომისთვის მზად არ აღმოჩნდა და მომხდარი ვაშინგტონისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურთან ინტერვიუში სიმაკოვსკიმ თქვა, რომ აშშ-ს სათადარიგო გეგმები უნდა მოემზადებინა.
„ადმინისტრაციამ დასაწყისშივე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამხედრო ძალა არ გამოეყენებინა. საქართველო ალიანსის წევრი არ არის და შეერთებული შტატები არ იყო დაინტერესებული რუსეთის ფედერაციასთან პოტენციური კონფლიქტის დაწყებით. ვფიქრობ, სხვა ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იყო, მაგალითად საქართველოს ჯარისკაცების ერაყიდან უფრო სწრაფად დაბრუნება, დახმარების გაწევა როგორც კონფლიქტის დროს, ასევე მის შემდეგ. ამერიკის ინტერესი, რა თქმა უნდა, იყო კონფლიქტის არა ესკალაცია, არამედ მისი დამთავრება და რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა. ნებისმიერი კრიზისის დროს, როგორც წესი, არის მთელი წყება ნაბიჯებისა, რომლებსაც შეერთებული შტატები ითვალისწინებს და განიხილავს. ამერიკის მთავრობის ზოგიერთი წევრი სასოწარკვეთილი იყო ჩვენს წინაშე არსებული შეზღუდვებით და ტემპით, რომლითაც შეერთებული შტატების მთავრობა ნაბიჯებს დგამდა.
ამასთან, ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით და ის, რაც მოხდა, მოულოდნელიც კი იყო. ვფიქრობ ამერიკის მთავრობას შეეძლო უკეთესად მომზადებულიყო სათადარიგო გეგმებით იმისთვის, რაც მოხდა. ჩვენ შეზღუდული ვიყავით რეაგირების ფორმებში. თუმცა, შეგვეძლო უფრო მკაფიო სიგნალების გაგზავნა რუსეთისთვის იმ სავარაუდო ფასის შესახებ, რომლიც პოტენციურ კონფლიქტს დაუკავშირდებოდა.
კონფლიქტის შემდეგ კი უფრო ეფექტური იქნებოდა საერთაშორისო კონსესუსის შექმნა და ზომების მიღება რუსეთის იზოლირების და დასჯის მიმართულებით - დაახლოებით ისე, როგორც ეს 2014 წელს უკრაინის კონფლიქტის შემდეგ მოხდა.
მაშინ ეს ომი აღიქმებოდა, როგორც შეზღუდული ოპერაცია, რომელიც ერთის მხრივ საქართველოს პრეზიდენტს უკავშირდებოდა, რომელმაც შესაძლოა რუსეთის პროვოცირება მოახდინა. მაგრამ სინამდვილეში ეს უფრო დიდი რამ იყო და ყველაფერი რუსეთის გეოპოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდებოდა. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამერიკას კრიზისის დროს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა“, -განაცხადა სიმაკოვსკიმ.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი უკრაინაში რუსული აგრესიის წინაპირობა გახდა.
„ვფიქრობ, [2008 წლის ომი] უკრაინაში შეჭრის წინაპირობა იყო. ვფიქრობ, ეს დასავლეთისთვის რუსეთის ამბიციის სიგნალი იყო, რომლითაც ის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დამთავრებას ცდილობს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთის მეზობლად მდებარე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის.
ვფიქრობ, ეს იყო ტრანსატლანტიკური ერთიანობის გამოცდა და ჩვენ ის ვერ ჩავაბარეთ. საქართველო კი ამის გაკვეთილი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ [ობამას ადმინისტრაციის] „გადატვირთვის“ პოლიტიკა რუსეთ-საქართველოს ომიდან დაახლოებით 6 თვეში დაიწყო. ანუ, ძალიან სწრაფად, ამერიკა მზად იყო გეზი შეეცვალა და რუსეთთან უფრო დადებითი ურთიერთობა დაეწყო.
ამერიკის ზოგიერთ მაღალჩინოსანს მიაჩნდა, რომ ამ დადებითი ურთიერთობით საქართველოც ისარგებლებდა. მაგრამ, რუსეთის ჯარი დღესაც საქართველოშია, რუსეთის საოკუპაციო ჯარი ახლა უკრაინაშიც გადავიდა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა დღესაც მერყეობს იმაზე, შეინარჩუნოს თუ არა ერთობლივი სანქციები რუსეთზე. ბევრი თვალსაზრისით რაღაცეები ვისწავლეთ, მაგრამ ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი. მე კომფორტულად არ ვგრძნობ თავს რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებით, განსაკუთრებით ჩვენი დამოკიდებულებით საქართველოს [კონფლიქტების] მიმართ“, -თქვა სიმაკოვსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

