პოლიტიკა
აშშ საქართველოს მხარს უჭერს უკვე მეოთხედი საუკუნეა, ერთად ვდგავართ და პარტნიორები ვართ - ვეს მიტჩელი
რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა ნებისმიერ აგრესიას და სამხედრო მოქმედებას სწორ შეფასებას მივცემთ,- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს ცივილიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვარი უჭირავს.
„აუცილებლად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ნებისმიერ სივრცეში და პოლიტიკაში რუსეთის უკანონო ჩარევა გამოვავლინოთ და ამას დავუპირისპირდებით როგორც საქართველო უპირისპირდება. საქართველოს ძალა ამ საფრთხის წინაშე ნამდვილად აღსანიშნავი და ჩვენთვის შთაგონების წყარო და მაგალითია. თქვენ ცივილიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვარი გიჭირავთ. მე მინდა თქვენი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიტყვები მოვიშველიო „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ეს სიტყვები ყველასთვის შთაგონებაა“,- განაცხადა ვეს მიტჩელმა და აქვე, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდა, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლოს დამოუკიდებლობა გააძლიერონ.
„თქვენ ინსტიტუციური რეფორმების გზაზე წინ აქტიურად მიიწევთ. ეს ძალიან ძლიერი და რთული გზაა. ეს დემოკრატიას, ინვესტიციას და ყველა ქართველის გულში რწმენას აძლიერებს.
საქართველომ ამ რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის სახელი დაიმკვიდრა. ჩვენ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოვუწოდებთ, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლოს დამოუკიდებლობა გააძლიერონ. აუცილებლად უნდა იყოს არა მარტო რეფორმების განხორციელება, არამედ რეალურად პრაქტიკაში ასახვა“,- აღნიშნა მიტჩელმა.
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერთ საქართველოს ვალდებულებას, რომ ძლიერი სამხედრო ბაზა და სისტემა ჩამოაყალიბოს.
„ნამდვილად, საქართველოს მთავრობას და მის პრემიერ-მინისტრს ვუწონებთ და მოვუწონებთ ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. საქართველოს მთავრობა თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის მუშაობს და ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ვალდებულებას, რომ ძლიერი სამხედრო ბაზა და სისტემა ჩამოაყალიბოს. ეს არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის.
ამერიკელ სამხედრო ოფიცრებს ვესაუბრე და ისინი საქართველოს, როგორც პარტნიორს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ. საერთო მოსახლეობის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს სამხედრო მონაწილეობის თვალსაზრისით. ქვეყანას, თითოეულ ჯარისკაცს და ჯარისკაცების ოჯახებს, რომლების სისხლიც დაიღვარა, დიდ მადლობას ვუხდით. მზად ვართ, ამ რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად კიდევ მეტი ვიმუშაოთ. რაც უფრო ძლიერი ხართ თქვენ, დასავლეთი მით უფრო ძლიერია.
ამერიკა საქართველოს მხარს უჭერს უკვე მეოთხედი საუკუნეა, ერთად ვდგავართ და პარტნიორები ვართ. რუსეთის აგრესიის მეათე წელს დამოუკიდებლობას გილოცავთ და ამერიკასა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას და სიკეთეს ვუსურვებ”,- განაცხადა მიტჩელმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

