არქივი
სამართალი
აუდიოჩანაწერები ადასტურებს, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის გამოძიება და შიდა მოკვლევა იყო გაყალბებული - ადვოკატი
უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ნათლად ადასტურებს, რომ ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის გამოძიება და შიდა მოკვლევა იყო გაყალბებული და საქართველოს ხელისუფლებამ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა სტრასბურგის სასამართლოს,- განაცხადა მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
საქმე ეხება აუდიო მასალებს, რომელიც რუსთავი2-მა გაავრცელა და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილს ხელისუფლების მაკომპრომატირებელ მტკიცებულებებზე ესაუბრება.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოფილი პრემიერი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
"ამ ჩანაწერებში ჩანს, რომ დავით ცუხიშვილი ადასტურებს, რომ 9 თვე ელოდებოდნენ, სანამ მას დაკითხავდნენ. 2013 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მოხდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, გატაცება, მიყვანა მთავარ პროკურორთან, ცუხიშვილი მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომლად. ეს ადამიანი იყო სუბელიანის მარჯვენა ხელი. ეს ადამიანი უშუალოდ აწარმოებდა მოკვლევას მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. მას აქვს დათვალიერებული ვიდეოკადრები, ასევე ათვალიერებს ჟურნალს, წერს პაკეტებს, რომ თითქოსდა მის მიერ ჩატარებული ამ მოქმედების შედეგად, ვერაფერი საინტერესო ვერ იქნა დადგენილი,"- აღნიშნა ჩივიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

