უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
მსოფლიო


ავსტრიამ ქვეყანაში თურქეთის ეკონომიკის მინისტრი არ შეუშვა
ავსტრიის ხელისუფლებამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ნიხათ ზეიბეკჩის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ზეიბეკჩის, ერთი წლის წინ თურქეთში არშემდგარ სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა,- წერს Reuters.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა კურცმა, თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა“,- განუცხადა რადიოსადგურ ORF-ს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომდგენელმა.
მისი თქმით, დაგეგმილი ღონისძიება „მასშტაბურია“, მინისტრის ვიზიტი კი, „ავსტრიის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“.
ანალოგიური განცხადება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, რომელმაც თურქეთის ვიცე- პრემიერს ტუგრულა ტიურკეშს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ტიურკეშსაც არშემდგარ გადატრიალებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ჰოლანდიის ხელისუფლებისთვის ვიცე-პრემიერის, ან თურქეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ვიზიტი არასასრუველია „ იმ ფონზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობაშია შექმნილი“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში, როდესაც თურქეთი რეფერნდუმისთვის ემზადებოდა, გერმანიისა და ნიდერლანდების მთავრობებმა თურქ მინისტრებს მათ ქვეყნებში სააგიტაციო ხასიათის შეხვედრების გამართვა აუკრძალეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი
9 ოქტომბერი, 2025 , 08:55