უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

10 ოქტომბერი, 2025 14:42
font-size

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა.

როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა.

მაჩადო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. მისი კანდიდატურის დაბლოკვის გამო, მან ოპოზიციის ალტერნატიულ კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს დაუჭირა მხარი. სწორედ ედმუნდო გონსალესი აღიარა საერთაშორისო საზოგადოების ნაწილმა არჩევნებში გამარჯვებულად.

მაჩადოს მიღებული აქვს ევროპის საბჭოს ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა ჯილდო.

მშვიდობის დარში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია ტრადიციულად ოსლოში 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება. ლაურეატს ჯილდოს სახით გადაეცემა 11 მილიონი შვედური კრონა, რაც დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარია.

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა

6 ოქტომბერი, 2025 , 13:49

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა. ფრანგული მედიის თანახმად, სებასტიან ლეკორნუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელმაც თხოვნა დააკმა

ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში დრონებით შემოჭრის უკან რუსეთი დგას - ფრიდრიხ მერცი

6 ოქტომბერი, 2025 , 10:10

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში დრონებით შემოჭრის უკან რუსეთი დგას,  – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მერცმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, შაბათ-კვირას 

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო

1 ოქტომბერი, 2025 , 10:20

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 55-მ

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი

30 სექტემბერი, 2025 , 09:23

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის "ყოვლისმომცველ გეგმას" აქვეყნებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადად

დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა - კიტ კელოგი

29 სექტემბერი, 2025 , 11:29

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების უფლება მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ადასტურებს.