უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ივლისი, 2018 15:35
font-size

ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, ჩიქოვანის N19-ში არსებული სკვერი გაფართოვდება

სიმონ ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი) N19-ში არსებული მოსასვენებელი სივრცე გაფართოვდება და ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ დაახლოებით, 30 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩიქოვანის N19-თან დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვახტანგ შაქარიშვილთან ერთად შეხვდა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 30 ერთეული ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ადგილობრივი მოსახლეობა პროცესში აქტიურადაა ჩართული. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი სივრცე გათავისუფლდა, სადაც ძალიან კარგი სკვერი გაკეთდება. ასევე, მოეწყობა ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები. სიმახინჯეების ნაცვლად, აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საუკეთესო დასასვენებელი და გამწვანებული სივრცე იქნება. მიხარია, რომ მოსახლეობა გვერდში გვიდგას და აღნიშნულ პროექტს ერთად ვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, რამდენიმე ათეული ავტოფარეხის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, რომლის ნაცვლად, ტერიტორიაზე კეთილმოეწყობის სამუშაოები განხორციელდება და მოსასვენებელი სივრცეები განთავსდება.

საკვანძო სიტყვები:

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:43

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურ

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ