უკან

სამართალი

18 ოქტომბერი, 2018 11:55
font-size

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა, დავით ახალაიას მიმართაც დაიწყოს

როცა გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები ექნება, არ გამოვრიცხავ, სისხლისსამართლებრივი დევნა კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, დავით ახალაიას მიმართაც დაიწყოს, – განაცხადა ,,პირველი არხის“ ეთერში საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

„ამ ეტაპზე, არ არის საკმარისი მტკიცებულებები შეკრებილი, რომ გახდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და დავით ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. მოცემულ შემთხვევაში, გამოძიებით დადგინდა ის დანაშაული, რაც კონკრეტულად სამი ბრალდებულის ქმედებას უკავშირდებოდა“, – განაცხადა გუმბერიძემ.

ამ განცხადებით პროკურორმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ მოხდა ბრალის დაუსწრებლად წარდგენა კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას მიმართ, რადგან ჩანაწერებში მასაც ახსენებენ.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, პროკურატურამ ბრალი წაუყენოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის გვარსაც ჩანაწერის ფიგურანტები ასახელებენ, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა საქმეს ჯერ კიდევ იძიებს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და როდესაც ახალი გარემოებები დადგინდება, ნებისმიერი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ამ საქმეზე სხვა ფარული ჩანაწერები და უნდა ველოდოთ თუ არა მომავალში მათ გამოქვეყნებას, დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ კონკრეტულად ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მხოლოდ ეს ორი ჩანაწერი არსებობს, რაც გამოქვეყნდა.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს