უკან

რეგიონები

18 დეკემბერი, 2025 13:22
font-size

ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალი 20 დეკემბერს გაიხსნება, გუდაურის, მესტიისა და გოდერძის კურორტებზე საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალს 20 დეკემბერს გახსნის.

როგორც „მთის ტრასების სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბაგირო და ტრასა – კოხტა პლატო, სრიალის მსურველებს ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მოემსახურება.

ამასთან, სააგენტოში ამბობენ, რომ დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასების ეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება. რაც შეეხება გუდაურს, მესტიასა და გოდერძის კურორტებს, საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო სასრიალო ტრასები, ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება.

„27 დეკემბრიდან ამოქმედდება გუდაურისა და კობის საბაგიროები – პირველი, სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო. პარალელურად, გრძელდება ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები თოვლის საფარის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიხსნება.

ამავე დღიდან, ჩაირთვება ჰაწვალის სასრიალო არეალზე ზურულდის საბაგირო. ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო ტრასების გახსნა ეტაპობრივად განხორციელდება, ამინდისა და თოვლის საფარის პირობების შესაბამისად. აგრეთვე, 27 დეკემბრიდან კურორტ გოდერძიზე ამოქმედდება საბაგირო „ზანკა“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ბაკურიანის საბაგიროების აბონემენტების შეძენა 20 დეკემბრიდან, კურორტზე მხოლოდ კოხტას სალაროში იქნება შესაძლებელი, ბილეთების ონლაინ გაყიდვა კი, 23 დეკემბრიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე: TKT.GE, BILETEBI.GE, SKIPASS.GE, ასევე, სუპერ აპსა (Super App) და მაუნთ აპში (MOUNT App).

დამსვენებლებს პლატფორმებზე გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის კურორტების, სხვადასხვა კატეგორიის ბილეთის შეძენა შეეძლებათ.

„2025–2026 წლის ზამთრის სეზონი „მთის ტრასების სააგენტოსთვის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან უკვე მესამედ, საქართველო ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს. ღონისძიება სვანეთში, თეთნულდზე 22-დან 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება (ამინდის ფანჯრის ფარგლებში) და მასში 50 გამორჩეული რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, აშშ და საქართველო), რომელმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება მოიპოვა.

ღონისძიების გამართვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთის კურორტების საერთაშორისო ცნობადობისთვის, ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მსოფლიო სპორტულ რუკაზე ქვეყანამ უკვე დაიკავა საპატიო ადგილი – გასულ წლებში საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს სკი კროსში, სნოუბორდ კროსსა და მოგულის დისციპლინებში. ფრირაიდის მსოფლიო ტურის გამართვა კი საქართველოს არამხოლოდ ცნობადობას გაუზრდის, არამედ, ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა

18 დეკემბერი, 2025 , 14:28

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა. მითითებების შეუსრულებლობის გამო, წელს ეს ბაზარი უკვე მეხუთედ დაჯარიმდა. "სურსათის ეროვნული სააგენტომ, შემოსუ

სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა

17 დეკემბერი, 2025 , 15:07

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი–ლესას 8 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთზე მოწყ

კოორდინირებულად და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები - მიხეილ გოგოლიძე

11 დეკემბერი, 2025 , 13:33

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები დაათვალიერა. კომპანიის დირექტორი ობიექტების ოპერირების პროცესს გაეცნო და ადგილობრივი თანამშრომლებისგან დეტალური

მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც - მარიამ ქვრივიშვილი

9 დეკემბერი, 2025 , 14:02

„მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც. დღეს შეიძლება

დარწმუნებულები ვართ, წლიდან წლამდე ხელშესახებად დავინახავთ, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით როგორ გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის რეგიონების და თითოეული ქალაქის იერსახე - მარიამ ქვრივიშვილი

9 დეკემბერი, 2025 , 13:56

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების რეგულაციის შესახებ და  დარწმუნებულები ვართ, წლიდან წლამდე ხელშესახებად დავინახავთ, პრემიერ-მინისტრის

საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან - მარიამ ქვრივიშვილი

9 დეკემბერი, 2025 , 13:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სექტორს წარუდგინა. როგ