რეგიონები
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი–ლესას 8 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთზე მოწყობილია სამი პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი.
მათივე ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია. მესამე 12-კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილი ექვსი კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები კი, აქტიურად გრძელდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა, მიმდინარეობს გზის საფარის დაგება და სახიდე ნაგებობების მშენებლობა.
„სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი გადის გურიის რეგიონში და გვერდს აუვლის ქალაქ ლანჩხუთისა და სოფლების – გვიმბალაირის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის დასახლებულ ნაწილს. საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა გაზრდის სატრანსპორტო გამტარუნარიანობის, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციედება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.
საკვანძო სიტყვები:
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა
18 დეკემბერი, 2025 , 14:28
ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალი 20 დეკემბერს გაიხსნება, გუდაურის, მესტიისა და გოდერძის კურორტებზე საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი
18 დეკემბერი, 2025 , 13:22
კოორდინირებულად და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები - მიხეილ გოგოლიძე
11 დეკემბერი, 2025 , 13:33
მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც - მარიამ ქვრივიშვილი
9 დეკემბერი, 2025 , 14:02
დარწმუნებულები ვართ, წლიდან წლამდე ხელშესახებად დავინახავთ, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით როგორ გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის რეგიონების და თითოეული ქალაქის იერსახე - მარიამ ქვრივიშვილი
9 დეკემბერი, 2025 , 13:56
საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან - მარიამ ქვრივიშვილი
9 დეკემბერი, 2025 , 13:51


